სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნი ბორუსიის წინააღმდეგ - გერმანული ფეხბურთის Der Klassiker-ი. უკანასკნელი წლების ყველაზე წარმატებული გუნდების ჯახი. სატურნირო ცხრილის მეოთხეადგილოსანი მეორე ადგილზე მყოფ მეტოქეს უმასპინძლებს. საღამოს ბაიერნს დორტმუნდის დამარცხება სურს, იმისთვის, რომ პირველადგილოსანთან ქულებათა სხვაობა შეამციროს.

რობერტ ლევანდოვსკი გოლების გასატანი მანქანაა! თავდასხმელი კარიერის განმავლობაში საუკეთესო კონდიციებში იმყოფება. არ არის გამორიცხული, რომ საღამოს პოლონელმა საკუთარი სერიის გაგრძელება შეძლოს. დორტმუნდის წინააღმდეგ უკანასკნელ 10 მატჩში ლევანდოვსკის 14 ბურთი შეაგდო. შესაბამისად, რობერტი საკუთარი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეხვედრებში ბურთს საშუალოდ 63 წუთში ერთხელ იტანს.

Der Klassiker-ს დისკვალიფიკაციის გამო ჯერომ ბოატენგი გამოტოვებს. ბაიერნს ასევე ტრავმირებულები ზულე, ერნანდეზი და არპი ვერ დაეხმარებიან.


09-11-2019