სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჰანზი ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ოლიმპიაქოსთან მოპოვებულმა გამარჯვებამ განტვირთვის საშუალება მოგვცა. მანამდე რთულ სიტუაციაში ვიმყოფებოდით. გასულ ვარჯიშზე ძალიან კონცენტრირებულად ვიშრომეთ, მაგრამ მეცადინეობა ხალისიანიც გამოვიდა".

"დორტმუნდის დამარცხება გვსურს. უმაღლესი დონის მატჩი იქნება. ორივე გუნდის შემადგენლობაში მშვენიერი ფეხბურთელები გამოდიან. დორტმუნდი სწრაფი ფეხბურთის მოყვარულია. მათ წინააღმდეგ წარმატებული თამაშის დემონსტრირება გვმართებს".

"ჩვენი მოთამაშეები სრულიად ფოქუსირებულები არიან. ნამდვილი პროფესიონალები არიან. მომდევნო მატჩის მნიშვნელობა კარგად იციან. დიდი მოლოდინი აქვთ და ბოლომდე დახარჯვა სურთ".

"მატჩის განაცხადში დისკვალიფიცირებული ჯერომ ბოატენგის ადგილს ლუკას მაი დაიკავებს".


08-11-2019