სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქმა ტაქტიკური ვარჯიში ჩაატარა

ოლიმპიაქოსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ბაიერნს დასასვენებლად დრო აღარ აქვს. უკვე შაბათს 21.30 წუთზე გუნდს დორტმუნდთან Der Klassiker-ის გამართმა ელის. ხუთშაბათს ზებენერ შტრასეზე ფლიქმა გუნდს ვარჯიშზე ტაქტიკური მეცადინეობა ჩაუტარა. ფეხბურთელებმა, რომლებმაც ოლიმპიაქოსთან 90 წუთი ითამაშეს, მონაწილეობა ასევე მიიღებს.

"შაბათს საღამოს დაპირისპირება გველის, რომლის მოლოდინში მთელი გერმანია იმყოფება. კიდევ ერთი წარმატების მიღწევა შეგვიძლია", თქვა მწვრთნელმა. აქედან გამომდინარე, დახურულ ვარჯიშზე მან დიდი ყურადღება ტაქტიკურ ელემენტებს მიაქცია. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელები, რომლებიც ბერძნების წინააღმდეგ მატჩში თადარიგში დარჩნენ, ბურთთან ვარჯიში გააგრძელეს.

მიუნხენელებმა კარგად იციან, შაბათს მათ რა გამოწვევა ელით. "ჩვენთვის ამ მატჩის მნიშვნელობა კარგად არის ცნობილი. თანაბარი დუელი იქნება. ვინ რომელ ადგილზე იმყოფება ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს შეხვედრა გერმანული ფეხბურთის კლასიკაა", განაცხადა კაპიტანმა მანუელ ნოიერმა.


08-11-2019