სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკიმ ყველას მინიშნება მისცა

რობერტ ლევანდოვსკი ბურთებს იტანს, იტანს და ისევ იტანს. ბაიერნის რიგებში პოლონელი უკვე ზედიზედ მეთხუთმეტე შეხვედრაში გოლი მიითვალა. ოლიმპიაქოსის კარებში გატანილი გოლი მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე 59-ე გახდა. ბაიერნის რიგებში ლევანდოვსკი ყველაზე აქტიური იყო. მეტოქის კარების მიმართულებით პოლონელმა ოთხი დარტყმა განახორციელა, როდესაც მთელმა ოლიმპიაქოსმა ნოიერის კარების მიმართულებით მხოლოდ სამჯერ დაარტყა.

საკუთარი გოლი ლევანდოვსკიმ განსხვავებულად იზეიმა. მან ყველასთვის მინიშნება მისცა, რომ მომავალში ისევ მამა გახდება.

"წინა მატჩების განსხავავებით, ოლიმპიაქოსთან შეხვედრაში კარგად გამოვიყურებოდით. წინ დორტმუნდთან ჯახი გველის, რომელიც კარგ კონდიციებში იმყოფება. დაცვის ხაზში კარგი თამაში გვმართებს, ზუსტად ისე, როგორც ეს გასულ მატჩში გამოგვივიდა", აღნიშნა პოლონელმა ბომბარდირმა.


07-11-2019