სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქი: გუნდმა საკუთარი დონე აჩვენა

"თამაშისგან სიამოვნებას ვღებულობდი, რადგანაც გუნდმა საკუთარი დონე აჩვენა. ყოველივე ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. გუნდმა კარგად იმუშავა და დაჯილდოვდა. მეტოქეს ბევრის საშუალება არ მივეცით. დაცვის ხაზში კარგად ვიდექით. წინა შეხვედრების შემდეგ დაცვა და ინიციატივის დაუფლება მეტოქის ნახევარზე მიზნად დავისახეთ. საერთო ჯამში გუნდმა ყველაფერი კარგად შეასრულა. მეტოქეზე ზეწოლას სტაბილურად ვახდენდით. ოლიმპიაქოსი თავს ძალიან კომპაქტურად იცავდა. პირველ ტაიმში არასწორ გადაწყვეტილებებს ხშირად ვღებულობდით, რადგანაც მეტოქის კარებთან სივრცეები ნაკლებად გვქონდა. შესვენების შემდეგ უკეთ გამოვიყურებოდით და დავჯილდოვით. ახლა სწრაფი აღდგენა, ყველაფრის ავტომატიზმზე დაყვანა და შაბათისთვის ოპტიმალურად მომზადება გვმართებს", თქვა ჰანზი ფლიქმა.


07-11-2019