სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი 1/8 ფინალში გავიდა

მატჩი ბაიერნმა აქტიურად დაიწყო. პირველ წუთებზე საჯარიმოში მიულერი წააქციეს, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. შემდეგ საშუალო დისტანციიდან გორეცკამ გაისროლა, მეკარემ ბურთის მოგერიება მოახერხა.

16' წუთზე გნაბრიმ დაარტყა, მაგრამ ბურთს მეკარე დაეუფლა.

თითქმის ეგრევე მეტოქემ თავისი პირველი მომენტი შექმნა, მაგრამ ბურთი კარებს ოდნავ ასცდა.

35' მიუნხენელებმა მრავალსვლიანი კომბინაცია განახორციელეს, მაგრამ დასკვნითი დარტყმის შემდეგ ბურთი ისევ მეკარე დაეუფლა.

40' საჯარიმოში კომანი წააქციეს, მსაჯმა პენალტი ისევ არ დანიშნა.

ტაიმის მიწურულს ბურთი რიკოშეტით ოლიმპიაქოსის კარების ძელს მოხვდა.

შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 0:0 გავიდნენ.

მეორე ტაიმი გორეცკას თაური დარტყმით დაიწყო, მაგრამ მეკარემ ისევ ივარგა.

60' მეკარემ კომანის დარტყმა მოიგერია.

68' როგორც იქნა, ლევანდოვსკიმ ანგარიში გახსნა, 1:0. პოლონელმა კომანის საფლანგო გადაცემა გამოიყენა.

თითქმის ეგრევე კომანს ანგარიში უნდა გაეზარდა, მაგრამ ფრანგი ბურთს ვერ მიწვდა.

72' დეივისმა სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ კარებს ააცილა.

84' ოლიმპიაქოსი გოლს ისევ გადაურჩა.

89' პერიშიჩმა პირველივე შეხებით ანგარიში 2:0-მდე გაზარდა.

ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა!


06-11-2019