სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ნიკოს და რობერტს ძალიან ვაფასებ. მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. Brazzo-მ დამირეკა, როდესაც მეუღლესთან ვსადილობდი. თანხმობა განვაცხადე, რადგანაც სხვა პასუხის გაცემა ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა. ძალიან რთული ამოცანის წინაშე დავდექით".

"ყურადღება მომდევნო ამოცანებზე უნდა მოვახდინოთ. მოხარული ვარ, რომ სამწვრთნელო შტაბში ჰერმან გერლანდი შევიდა. გუნდი მას ძალიან აფასებს. ტაქტიკური მონახაზის შეცვლა შეგვიძლია, მაგრამ განწყობაზე ბევრი იქნება დამოკიდებული. გუნდისგან ინიციატივის შეგრძნება ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება. უნდა ვაღიარო, რომ შემადგენლობის უმაღლესი დონით აღფრთოვანებული ვარ".

"ფეხბურთი ერთი ადამიანის შოუ არ არის. ყველას ვენდობი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეცდომებს დავუშვებ. ყოველივე ფეხბურთელთან ინდივიდუალურად ვისაუბრებ. მათზე დაკისრებული ამოცანებს ავუხსნი".

"მიულერი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ბაიერნში მან ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მინდორზე ძალიან ჭკვიანურად თამაშობს. გუნდის დაქოქვა შეუძლია".

"რობერტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემებია აქვს, მაგრამ ტკივილი არ აწუხებს. მას ოპერაცია დასჭირდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეხვედრა გამოტოვოს".

"პირველ შეხვედრაში ოლიმპიაქოსმა აჩვენა, რომ დაცვაში კომპაქტურად და საიმედოდ თამაში შეუძლიათ. შეტევაში ფლანგებს მშვენივრად იყენებენ. მათ შემადგენლობაში ძლიერი შემსრულებლები ჰყავთ".




05-11-2019