სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერმა 500-ე მატჩი ჩაატარა

შაბათს საღამოს ფრანკფურტში თომას მიულერმა ბაიერნის რიგებში საიუბილეო 500-ე შეხვედრა ჩაატარა. ბუნდესლიგის ისტორიაში ამ მაჩვენებლით 30 წლის ფეხბურთელი ათეულში შევიდა. მიულერი შვაინშტაიგერს გაუტოლდა, რომელმაც მიუნხენური კლუბი 2015 წლის ზაფხულში დატოვა.

"რა თქმა უნდა, ბაიერნის მაისურში ჩემთვის ბოლო მატჩი არ იყო, რადგანაც მხოლოდ 30 წლის ვარ. წარმოუდგენელ რიცხვს მივაღწიე. ბავშვობაში არც ვიფიქრებდი, რომ ბაიერნში 500 შეხვედრას ჩავატარებდი", განაცხადა იუბილარმა.

ბუნდესლიგაში თომას მიულერის დებიუტი 2008 წლის 15 აგვისტოს შედგა. გულშემატკივრების კერპმა რეკორდმაისტერთან ერთად 21 ტიტული მოიპოვა. 2013 წელს მან ბაიერნთან ტრიპლეტი შეასრულა.


03-11-2019