სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: 1:5-ით წაგების უფლება არ გვქონდა

"მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ 8 წუთში ყველა ჩვენი გეგმა თავდაყირა დადგა. ფრანკფურტში 80 წუთის განმავლობაში კაცნაკლული შემადგენლობით თამაში ძალიან რთული იყო. ვთვლი, რომ პირველ ტაიმში, ორი გაშვებული ბურთის მიუხედავად, კარგად გამოვიყურებოდით. ერთი გოლი გავჰქვითეთ და თამაშს ვაკონტროლებდით. მაგრამ მეორე ნახევრის მეოთხე წუთზე კიდევ ერთი გოლი მივიღეთ. კაცნაკლული შემადგენლობით თამაშის მიუხედავად ანგარიშით 1:5 წაგების უფლება არ გვქონდა. მეორე ტაიმში არც ისე კარგად გამოვიყურებოდით", თქვა ნიკო კოვაჩმა.


03-11-2019