სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კაცნაკლული ბაიერნი ფრანკფურტში განადგურდა

დინამიური პირველი ტაიმი ვიხილეთ. პირველ წუთზე სახიფათო მომენტი გნაბრის ჰქონდა, მაგრამ ვინგერმა ბურთი შორეულ კუთხეს ოდნავ ააცილა.

მეცხრე წუთზე ბაიერნი კაცნაკლული დარჩა. ბოლო იმედის ჯარიმის გამო მსაჯმა მინდვრიდან ბოატენგი გააძევა. ამის შემდეგ რეკორდმაისტერს დაცვის ხაზში პრობლემები შეექმნა, რის შემდეგაც ფრანკფურტმა ორი ბურთის გატანა შეძლო... 2:0.

ტაიმის ბოლოსკენ მიუნხენელები ოდნავ გამოცოცხლდნენ. კიმიხმა ბურთის გატანა მოახერხა, მაგრამ ოფსაიდის გამო მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. თითქმის ეგრევე ლევანდოვსკიმ ინდივიდუალური კლასის ხარჯზე ერთი ბურთი გაჰქვითა, 2:1. შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ნახევარი ფრანკფურტის გოლით დაიწყო, 3:1... ნოიერის კარები აბრაჰამმა დალაშქრა.

51' კარგი მომენტი ლევანდოვსკის ჰქონდა, მაგრამ თავდასხმელმა ბურთი მცველს გაარტყა.

59' ფრანკფურტი გაშვებულ გოლს ისევ გადაურჩა. ისევ ლევანდოვსკი და ისევ აბრაჰამი.

ორ წუთში "არწივებმა" მეოთხე ბურთი გაიტანეს, 4:1.

ბაიერნი რამდენიმე ეპიზოდში ნოიერმა გადაარჩინა, თორე ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა...

71' დეივისმა გარღვევა განახორციელა, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა.

85' ფრანკფურტმა ანგარიში 5:1-მდე გაზარდა...

გუნდის მარცხმა მიულერს იუბილე გაუფუჭა. 30 წლის ფეხბურთელმა ბაიერნის მაისურში 500-ე მატჩი ჩაატარა.


02-11-2019