სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"გუნდისგან ორთაბრძოლებში უფრო ხისტ თამაშს ველოდები. პირველივე წუთებიდან ბოლომდე დახარჯვა გვმართებს. ძალიან კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ უმაღლესი დონის მატჩის ჩატარება მოგვიწევს".

"ახლა ლევანდოვსკი საკუთარი კარიერის განმავლობაში საუკეთესო კონდიციებში იმყოფება. აბსოლუტური ლიდერია. ბედნიერები ვართ, რომ ბაიერნის რიგებში გამოდის. იმედი მაქვს, რომ ტრავმებს არ მიიღებს და კიდევ უამრავ ბურთს გაიტანს".

"ფეხბურთი შედეგზეა ორიენტირებული. ყველაზე კარგი ფორმულაა, როდესაც ლამაზად თამაშობ და შეხვედრას იგებ. ამ მომენტისთვის ეს ნაკლებად გამოგვდის. თვითდაჯერებისთვის მატჩების მოგება გვმართებს. ჩვენ დადებითი შედეგის მიღწევა გვჭირდება".

"ხუთშაბათს ხავიმ საერთო ჯგუფში ივარჯიშა. შაბათს შეიძლება მინდორზე გამოვიდეს".


31-10-2019