სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

შაბათს ლევანდოვსკი იუბილეს იზეიმებს

შაბათს რობერტ ლევანდოვსკი, ლევერკუზენის წინააღმდეგ, ბაიერნის რიგებში საიუბილეო 200-ე შეხვედრას ჩაატარებს.

გასულ 199 მატჩში ფორვარდმა 157 გოლი მიითვალა: 108 ბუნდესლიგაში, 28 ჩემპიონთა ლიგაზე, 17 გერმანიის თასზე და 4 გერმანიის სუპერთასზე. გასულ სეზონში "Lewy"-მ 12 ბურთი მარჯვენა ფეხით, 6 მარცხენა ფეხით, 5 თაური დარტყმით და 6 ბურთი პენალტიდან გაიტანა.

მიმდინარე ჩემპიონატში პოლონელმა სასტარტო 2 ტურში 2 ბურთი შეაგდო.

"რობერტი მშვენიერ კონდიციებში იმყოფება. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. ბრწყვინვალე უნარებს ფლობს. მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია", შეაქო ლევანდოვსკი ნიკლას ზულემ.


12-09-2018