სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი სირცხვილს გადაურჩა

ნიკო კოვაჩმა როტაციას მიმართა. სკამზე ლევანდოვსკი, ალაბა, კოუტინიო და მიულერი დარჩნენ.

პირველ წამებზე ბოჰუმს კარგი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ცოლერმა ბურთი კარებს ააცილა.

შემდგომში ბაიერნმა ბურთზე კონტროლი გაამწესა. სახიფათო მომენტები კომანს, გნაბრის, ტოლისოს და პერიშიჩს ჰქონდათ, მაგრამ ბურთი კარის ბადეში არ გაეხვია.

35-ე წუთზე ბოჰუმმა თავისი შანსი გამოიყენა. ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარებში დეივისმა ჩაჭრა, 1:0.

შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა. ბოჰუმმა ბაიერნს პირველი ტაიმი მოუგო...

მეორე ტაიმის მსვლელობისას მინდორზე ლევანდოვსკი, კოუტინიო და მიულერი გამოვიდნენ. მაგრამ ბაიერნმა ანგარიში მხოლოდ 82-ე წუთზე გაათანაბრა. ბურთი გნაბრიმ შეაგდო, 1:1!

მატჩის მიწურულს თომას მიულერმა თავის საფირმო სტილში დასწრებაზე ბოჰუმის კარები აიღო, 1:2!

ბაიერნი თასის მომდევნო რაუნდში გადავიდა.


30-10-2019