სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

გერმანიის თასის ფარგლებში გუნდები ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ და წყვილის გამარჯვებული საბოლოოდ ფინალში გადიოდა. ბაიერნმა ბოჰუმს ოთხჯერ მოუგო და შემდეგ თასს სამჯერ დაეუფლა (1982, 1986 და 2016 წწ.). მეტოქემ რეკორდმაისტერი ერთხელ დაამარცხა (1968 წლის ნახევარფინალში), მაგრამ ფინალში კიოლნთან წააგო.

გერმანიის თასის მიმდინარე გათამაშების პირველ რაუნდში ბოჰუმმა მეხუთე ლიგის ბაუნატალი ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მეორე ბუნდესლიგაში 11 ტურის შემდეგ ბოჰუმი მხოლოდ მე-16 ადგილზე იმყოფება. კლუბის ხელმძღვანელო სამწვრთნელო პოსტიდან რობინ დუტი გაანთავისუფლა და ბოჰუმის ვეტერანი თომას რაისი დანიშნა.


29-10-2019