სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"ლეონ გორეცკამ 7 კვირა გამოტოვა. კონდიციების აღსადგენად მას უნდა დავეხმაროთ. საღამოს თამაშს, დიდი ალბათობით, შეძლებს. მას გამოსვლა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს".

"ხავი მარტინეზი სათამაშოდ მზად ჯერ არ არის. მინდორს უქმეებზე დაუბრუნდება. დანარჩენი მოთამაშეები სრულ მზადყოფნაში იმყოფებიან. ბოჰუმში ლუკას მაიც წავიყვანეთ".

"ფილიპე ის ფეხბურთელია, რომელიც გუნდისთვის ბოლომდე იხარჯება. ბურთს ფენომენალურად ეპყრობა. მისი გამოსვლებით კმაყოფილი ვარ".

"მშვენიერი სამედიცინო პერსონალი გვყავს. ზულეს სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ნიკლასი ძალიან მოტივირებულია, მაგრამ მას აღსადგენად დრო დასჭირდება".

"სათასო შეხვედრები ყოველთვის ძალიან დაძაბულია. წინა გათამაშებაში ფინალამდე მეტოქეებს მხოლოდ ერთი ბურთით ვუგებდით. მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული! თამაში უმაღლესი სისწრაფეებით გვმართებს. ჩვენი ძალა ამაშია. მაგრამ მაღალი სისწრაფეებით თამაშს სათანადო განწყობა სჭირდება. მარტივი მატჩი არ იქნება. ამაზე ფიქრის უფლება არ გვაქვს".


29-10-2019