სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა

შაბათს რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა. პირველ 9 ტურის ყოველ მატჩში პოლონელი თავდასხმელი მინიმუმ ერთ ბურთს იტანდა. ლევანდოვსკიმ ობამეიანგის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2015/16 წწ. სეზონში ბურთებს ზედიზედ 8 მატჩში იტანდა.

საერთო ჯამში მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში ლევანდოვსკიმ ბურთები უკვე ზედიზედ 13 მატჩში შეაგდო. უკეთესი შედეგი მხოლოდ ლეგენდარულ გერდ მიულერს აქვს. 1969/70 წწ. გერდ მიულერმა გოლები ზედიზედ 15 შეხვედრაში მიითვალა.

ლევანდოვსკის კარიერაში უნიონი 25-ე გუნდი გახდა, რომლის კარები პოლონელმა დალაშქრა. შესაბამისად, რობერტმა ბუნდესლიგის 18 კლუბიდან 17-ს გაუტანა. ლევანდოვსკი ჯერ მხოლოდ დიუსელდორფის კარები არ აუღია.


27-10-2019