სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკიმ რეკორდი დაამყარა

მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო. უნიონი აუტსაიდერის სტატუსის მიუხედავად საკუთარ ნახევარზე არ ჩაიკეტა და რამდენიმე შეტევა განახორციელა. მაგრამ მეცამეტე წუთზე ბაიერნმა თავისი სიტყვა თქვა. პავარმა ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა, 1:0!

შესვენებამდე მიუნხენელებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, მაგრამ მასპინძლებს დასკვნით სტადიაზე ბურთის გასატანად სიზუსტე დააკლდათ ან უნიონის მეკარე ადგილზე იმყოფებოდა.

მეორე ტაიმი ლევანდოვსკის გოლით დაიწყო, 2:0! პოლონელმა ობამეიანგის რეკორდი გააუმჯობესა. რობერტმა ზედიზედ მეცრე მატჩში გაიტანა.

58-ე წუთზე არბიტრმა VAR-ის გამოყენების შემდეგ ბაიერნის კარებში პენალტი დანიშნა. ჯერომ ბოატენგზე სახიფათო თამაში დაფიქსირდა. მაგრამ უნიონმა 11-მეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა. მანუელ ნოიერმა ბურთი მოიგერია!

66' ბაიერნი გოლს გადაურჩა. ბეკერს ნახევარგადაცემა - ნახევარდარტყმა ვერ გამოუვიდა.

70' გნაბრის სახიფათო დარტყმა მეკარემ მოიგერია.

84' ოფსაიდის გამო ლევანდოვსკის გოლი არ ჩაუთვალეს.

85' უნიონმა პენალტიდან ანგარიშში სხვაობა შეამცირა, 2:1.

მატჩის მიწურულს მეტოქის მეკარემ გორეცკას თაური დარტყმა სასწაულად მოიგერია.

კომპენსირებულ დროში ლევანდოვსკიმ ბურთი ცარიელ კარებს ააცილა.

რეკორდმაისტერმა 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა.


26-10-2019