სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

გერმანიის ჩემპიონატის ფარგლებში გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან, რადგანაც ბუნდესლიგის ისტორიაში უნიონი უმაღლეს გერმანულ დივიზიონში პირველად გავიდა. გასულ 8 ტურში ბერლინელებმა 7 ქულა დააგროვეს. დედაქალაქელებმა საკუთარ კედლებში დორტმუნდი (3:1) და ფრაიბურგი (2:0) დაამარცხეს. გასვლით მატჩებში უნიონმა მხოლოდ ქულა მოიპოვა.

მიმდინარე ჩემპიონატის 8 ტურის განმავლობაში ლევანდოვსკი მატჩში მინიმუმ ერთ ბურთს იტანდა. პოლონელმა ობამეიანგის რეკორდი გაიმეორა. საღამოს რობერტს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება შეუძლია.

ბუნდესლიგის ფარგლებში თომას მიულერს 99 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. 2004/05 წწ. სეზონიდან დაწყებული 30 წლის თომასი შეიძლება პირველი ფეხბურთელი გახდეს, რომელმაც სამნიშნა მაჩვენებელს მიაღწია.


26-10-2019