სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნიკო კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით, რადგანაც რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს. ამის თაობაზე ჩივილს არ ვაპირებთ. გუნდში მოთამაშეები არიან, რომლებსაც თავის გამოჩენა სურთ. მომდევნო შეხვედრებში ამის შანსს მიიღებენ".

"ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. დარწმუნებულები ვართ, რომ დასახულ მიზანს მივაღწევთ. რთული იქნება, მაგრამ საკუთარი ძალების მობილიზაციას მოვახდენთ. მხოლოდ წინ მიწევა გვმართებს".

"მომდევნო ტურში მატჩს საკუთარ კედლებში ჩავატარებთ. გამარჯვების მოპოვება და პირველი ადგილის დაბრუნება გვსურს. მეტოქე თავს კარგად დაიცავს, ამისთვის მზად ვართ. თავის მხრივ ბურთის დაკარგვის ცდომილება უნდა შევამციროთ. მოთმინების გამოჟღავნება გვმართებს".

"ახლა რობერტ ლევანდოვსკი კარიერის განმავლობაში საუკეთესო კონდიციებში იმყოფება. ეს მისი ბეჯითი შრომის შედეგია. ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით უმაღლეს დონეზე იმყოფება. ახლა 31 წლის ასაკშია. დიდ ოსტატობას და უზარმაზარ გამოცდილებას ფლობს. გვიხარია, რომ გუნდის ღირსებას იცავს".

"უკანასკნელ მატჩებში დაცვის ხაზში არც ისე წარმატებულად ვთამაშობდით. უამრავი ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით. ორთაბრძოლებში უფრო მტკიცედ უნდა გამოვიყურებოდეთ, მათი მოგება უნდა მოვახერხოთ, რითაც საკუთარ კარებთან სახიფათო მომენტების რიცხვს შევამცირებთ".


25-10-2019