სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკიმ ვან ნისტელროის გადაუსწრო

ოლიმპიაქოსთან შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი მიითვალა. ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა სიაში პოლონელმა ვან ნისტელროის (56 გოლი) გადაუსწრო და 58 გატანილი ბურთით მეხუთე ადგილზე გადავიდა.

მიმდინარე სეზონის 13 შეხვედრაში ლევანდოვსკის 18 ბურთი დაუგროვდა. ამას დამატებული თავდასხმელმა გოლი უკვე ზედიზედ მე-12 მატჩში მიითვალა. უკანასკნელად იდენტური მაჩვენებელი კარსტენ იანკერს ჰქონდა. რეკორდი გერდ მიულერს ეკუთვნის. 1969/70 წწ. სეზონში ლეგენდას 15-მატჩიანი შედეგიანი სერია ჰქონდა.

"საუკეთესო თამაშის დემონსტრირებას და გუნდისთვის დახმარების გაწევას ყოველთვის ვცდილობ. მინდორზე ნებისმიერ სიტუაციას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. შესაბამისად, სიმშვიდის შენარჩუნება და საკუთარი საქმის ბეჯითად გაკეთება მსურს", თქვა რობერტ ლევანდოვსკიმ.


23-10-2019