სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნმა ოლიმპიაქოსს წინა 4 მატჩი მოუგო, ბურთები 14:2. საერთო სტატისტიკის მიხედვით ბაიერნს უკანასკნელ 8 შეხვედრაში ბერძნული გუნდების წინააღმდეგ გოლი საკუთარ კარებში არ მიუღია. ბოლო კლუბი, რომელმაც რეკორდმაისტერს ბურთი გაუტანა ზუსტად ოლიმპიაქოსი იყო. 1980 წელს ათენში ჩემპიონთა თასის ფარგლებში ბაიერნმა მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

საღამოს შეხვედრას ტრავმების გამო ნიკლას ზულე, მიკაელ კუიზანსი და ფიტე არპი გამოტოვებენ.

"ოლიმპიაქოსი ძალიან ძლიერი გუნდია. განსაკუთრებით საკუთარ კედლებში, სადაც ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა აქვთ. ტოტენჰემის წინააღმდეგ მატჩში ჩვენ ეს ნათლად ვიხილეთ", თქვა დავიდ ალაბამ.

"პირეოსში გამარჯვების მოსაპოვებლად ჩავედით. მერვედფინალში მოსახვედრად დიდი ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია", აღნიშნა ივან პერიშიჩმა.


22-10-2019