სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ ივან პერიშიჩთან

ივან, სამშაბათს ოლიმპიაქოსის წინააღმდეგ მატჩის ჩატარება გელით. რას ელოდებით ამ შეხვედრისგან?
"მათთან სტუმრად თამაში ჯერ კიდევ დორტმუნდის რიგებში მომიწია. სტადიონზე წარმოუდგენელი ატმოსფერო იქნება. პირველივე წუთებიდან თამაში სრული კონცენტრაციით გვმართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამარჯვების მოპოვება გაგვირთულდება".

თქვენ ამბობთ, რომ სტადიონზე წარმოუდგენელი ატმოსფერო იქნება. გაძლევთ ეს წინაპირობა დამატებით მოტივაციას?
"რამდენიმეჯერ ბერძნული კლუბების წინააღმდეგ ვითამაშე. ტრიბუნებზე ყოველთვის განსხვავებული ატმოსფერო სუფევდა. მე ეს მომწონს. ყველა მოთამაშეს ეს მოწონს".

ტოტენჰემთან 7:2-ის შემდეგ მომდევნო მატჩის წინ ფავორიტის როლში იმყოფებით. მზად არის გუნდი ამ როლისთვის?
"6 ქულა გვაქვს მოპოვებული. სწორ გზას ვადგავართ. პირეოსში მოსაგებად ჩავედით".

ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის და ინტერის რიგებში გამოდიოდით, მაგრამ ჯგუფური სტადიის გადალახვა ვერ მოახერხეთ.
"დიახ, ამ გუნდებთან ერთად პლეიოფში თამაშის საშუალება არ მომეცა. ორ მსოფლიო და ერთ ევროპის ჩემპიონატებზე გამოვდიოდი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის გამოცდილება არ გამაჩნია".

2011 წლის სექტემბერში, ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, პირველივე ჩატარებულ შეხვედრაში ბურთი გაიტანეთ. მაგრამ ამის შემდეგ უგოლო სერია გაქვთ. დრო მოვიდა, როგორ ფიქრობთ?
"დიახ, ზუსტად ეგრეა. იმედი მაქვს, რომ ბაიერნის რიგებში ამ სტატისტიკას გავაუმჯობესებ".


21-10-2019