სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: მომენტები ვერ გამოვიყენეთ

"მატჩი ცუდად დავიწყეთ. ესეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს. შეხვედრის დაწყება სრული კონცენტრაციით გვმართებს. მეხუთე წუთიდან თამაშში შესვლა არ შეიძლება. მაგრამ შემდგომში მატჩს სრულიად ვაკონტროლებდით. ბურთს ვფლობდით, მშვენიერი მომენტები შევქმენით, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ესეთი შანსების გამოუყენლობის შემთხვევაში, მეორე გოლის გაშვების უფლება უბრალოდ არ გაქვს. ორი დარტყმა კარების მიმართულებით და ორი გოლი მივიღეთ. ამით ძალიან გაბრაზებული ვარ. საკუთარი თავი დავსაჯეთ. კარგი თამაში საკუთარი ხელებით გავაფუჭეთ. ხელიდან გაშვებულ გამარჯვებაზე უარესი მხოლოდ ნიკლას ზულეს ტრავმაა. ამის შესახებ არც ისე კარგი წინათგრძნობა გამაჩნია, მაგრამ უკეთესის იმედი მაქვს", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.


20-10-2019