სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბავარიული დერბი ფრედ დასრულდა

ბავარიული დერბი ბაიერნისთვის "ცივი შხაპით" დაიწყო. 28-ე წამზე ნოიერის კარები მარკო რიჰტერმა დალაშქრა, 1:0. მე-10 წუთზე ტრავმის გამო მინდვრის დატოვება ზულეს მოუწია. მის ნაცვლად ალაბა შემოვიდა. დაცვის ცენტრში ფრანგული დუეტი პავარის და ერნანდეზის სახით მივიღეთ.

ბაიერნის თითქმის პირველივე შეტევა გოლით დასრულდა. მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდება გნაბრიმ განახორციელა და ლევანდოვსკიმ თაური დარტყმით ბურთი კარებში გადააგზავნა, 1:1.

უპირატესობას რეკორდმაისტერი ფლობდა, მაგრამ მასპინძლები სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდნენ.

გოლის შანსი გნაბრის ჰქონდა, მაგრამ ვინგერმა ბურთი ძელს გაარტყა. შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით 1:1 გავიდნენ.

50-ე წუთზე გნაბრიმ ბაიერნი წინ გაიყვანა, 1:2! სერჟმა არიენ რობენის სტილში ფლანგიდან ცენტრში შემოიწია და ბურთი შორეულ დაბალ კუთხეში გაუშვა.

მეორე ტაიმში მიუნხენელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ. მომენტები კოუტინიოს, ლევანდოვსკის და კომანს ჰქონდათ, მაგრამ აუგსბურგის მეკარე ადგილზე იყო.

ბოლო 10 წუთზე კოვაჩმა მინდორზე მიულერი შემოუშვა, რომელმაც კოუტინიო შეცვალა.

86-ე წუთზე ლეონ გორეცკაც გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველმა ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა. გორეცკამ გნაბრი შეცვალა.

მატჩის მიწურულს ბაიერნი გოლს გადაურჩა. ნოიერმა ბურთი მოიგერია, მაგრამ ფინბოგაზონმა დამატებაზე ვერ ივარგა.

90-ე წუთზე აუგსბურგმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, იმავე ფინბოგაზონმა ახლო მანძილიდან ბურთი კარებში გადააგზავნა, 2:2...

მიუნხელებმა ბავარიულ დერბიში ქულები დაკარგეს..


19-10-2019