სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: მომდევნო 7 მატჩის მოგება გვსურს

"იმედი მაქვს, რომ მიმდინარე შემოდგომა გასული წლის შემოდგომაზე უკეთესი იქნება. მომდევნო 7 მატჩის მოგება გვსურს. ამ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილს შევინარჩუნებთ, გერმანიის თასის მომდევნო რაუნდში გავალთ და ჩემპიონატში სატურნირო ცხრილის სათავეს დავუბრუნდებით. ეს ჩვენთვის დასახული მიზანი იქნება, რომლის მიღწევა გვმართებს. ამ ამოცანის სირთულე ჩვენთვის ცნობილია. აუგსბურგი კარგად არის დაკომპლექტებული. მათი დამარცხება მარტივი საქმე არ არის. ძალიან ძალიან რთული მატჩის მოლოდინში ვარ. ინტენსიური თამაში იქნება, რომელშიც პირველ პლანზე ორთაბრძოლები გადავა. ბრძოლა მოგვიწევს, ამავდროულად საკუთარი სათამაშო თვისებების გამოჟღავნება გვმართებს. საგოლე მომენტები უნდა გამოვიყენოთ", განაცხადა ნიკო კოვაჩმა.

საღამოს შეხვედრას ფიტე არპი და მიკაელ კუიზანსი გამოტოვებენ. დავიდ ალაბა აუგსბურგში გუნდთან ერთად გაემგზავრა. ლეონ გორეცკა გამოჯანმრთელების გზას ადგას.


19-10-2019