სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნისთვის "ინგლისური" კვირების ფაზა იწყება. 22 დღის განმავლობაში გუნდი 7 მატჩს გამართავს. ჰოფენჰაიმთან მარცხის შემდეგ რეკორდმაისტერმა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაკარგა. აუგსბურგთან მატჩში მიუნხენელებს მოგებათა სერიის წამოწყება სურთ.

რობერტ ლევანდოვსკის საგოლე სერია გრძელდება! ლევანდოვსკი ბუნდესლიგის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პირველ შვიდ ტურში 11 ბურთი გაიტანა. პოლონელისთვის აუგსბურგი საყვარელი მეტოქეა. ლევანდოვსკიმ მათ წინააღმდეგ გამართულ 14 მატჩში 18 გოლი მიითვალა. მან უფრო მეტი ბურთი მხოლოდ ვოლფსბურგის კარებში შეაგდო (17 შეხვედრაში 20 გოლი). აქედან 8 გოლი რობერტმა აუგსბურგში შეაგდო. გოლ+ასისტების სისტემით მან 23 ქულა დააგროვა.

მიმდინარე ჩემპიონატი აუგსბურგისთვის არც ისე კარგად ვითარდება. გასულ 7 ტურში გუნდმა მხოლოდ 5 ქულა მოიპოვა. გუნდი მე-14 ადგილზე იმყოფება. წინა სეზონის ჩათვლით Fuggerstädter-ებმა უკანასკნელ 12 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვეს. წინა ტურში გლადბახელებთან განადგურდნენ (1:5). პადერბორთან ერთად აუგსბურგს ჩემპიონატის ფარგლებში ყველაზე სუსტი დაცვის ხაზი აქვთ (19 გაშვებული ბურთი). ბაიერნმა 16 შეხვედრაში 13 გამარჯვება მოიპოვა.


19-10-2019