სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"მოხარულები ვართ, რომ ნაკრებებიდან ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი და დადებითი შედეგებით დაგვიბრუნდა. გუნდში ამის გამო პოზიტიური ატმოსფერო სუფევს".

"დავიდ ალაბას კარგ გზას ადგას. აღდგენითი პროგრამა კარგად ვითარდება. მაგრამ ნეკნების არეში დისკომფორტს ჯერ კიდევ გრძნობს. ხუთშაბათის ვარჯიშზე კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მოვლენების დაჩქარებას არ ვაპირებთ".


"ლეონ გორეცკას საქმე კარგად არის. მომდევნო კვირების განმავლობაში სავარჯიშო პროცესში მის ინტეგრაციას განვაგრძობთ".

"სერჟ გნაბრიმ ძალიან კარგ პროგრესს მიაღწია. მაგრამ ვთვლი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მომდევნო წლებში უფრო კარგად განვითარდება. სერჟი არა მარტო მშვენიერი მოთამაშეა, არამედ კარგი და მორცხვი ადამიანია".

"ნემისმიერი ფეხბურთელი, რომელსაც სათამაშო პრაქტიქის უქონლობა აქვს, უკმაყოფილო იქნება. მინდორზე მხოლოს 11 მოთამაშის გამოყვანა შემიძლია. ყოველ მატჩზე საუკეთესო კომბინაციის ძიებაში ვიმყოფები. ჩემამდეც რთული სიტუაციები იყო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს მერეც ეგრე იქნება. მაგრამ სხვა ადამიანებს ჩემზე გავლენის მოხდენის საშუალებას არ მივცემ. საკუთარი იდეები გამაჩნია, რომლების მოხდენა მსურს".

"ჰოფენჰაიმთან მატჩის წინ განვაცხადე, რომ სატურნირო ცხრილში უფრო მაღლა უნდა იდგეს, რადგანაც მაღალ დონეს ფლობენ. იგივეს თქმა აუგსბურგზეც შემიძლია. ვთვლი, რომ მომდევნო შეხვედრა ინტენსიური და რთული იქნება".


17-10-2019