სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ლევერკუზენისთვის ემზადება

ვარჯიშების დრო დადგა! 3 დასვენების დღის შემდეგ, სამშაბათს დილით ბაიერნელებმა ლევერკუზენთან მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.

ნიკო კოვაჩის განკარგულებაში ნაკრებების თითქმის ყველა ფეხბურთელი დაბრუნდა. მათ შორის ბუნდესტიმის მოთამაშეები და კოკო ტოლისო, რომლებმაც გასულ დღეებში შეხვედრები ჩაატარეს.

კინგლი კომანი სავარჯიშო ცენტრში ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. შეგახსენებთ, რომ ფრანგ ვინგერს ტერფის სერიოზული ტრავმა აქვს.

ნაკრებებში მხოლოდ ტიაგო, რობერტ ლევანდოვსკი, დავიდ ალაბა და რენატო სანჩესი რჩებიან.


11-09-2018