სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გორეცკა: თავს კარგად ვგრძნობ

"კარგ გზას ვადგავარ. ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება. თავს კარგად ვგრძნობ. ჩემი აღდგენითი პროგრამა ძალიან კარგად იყო შედგენილი. უბურთოდ სირბილი მხოლოდ ერთხელ მომიწია. ფეხბურთელებს ბურთთან შეხება ბევრს ნიშნავს. შესაბამისად ვარჯიშებისგან დიდი სიამოვნება მივიღე. ვფიქრობ, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში საერთო ჯგუფს დავუბრუნდები. პირველ რიგში ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში მწყობრში ჩავდგები", განაცხადა ლეონ გორეცკამ.

ორშაბათს, დასვენების დღეს მიუხედავად, გუნდის ბაზაზე ხავი მარტინეზმაც ივარჯიშა. სამშაბათს ბაიერნს ნაკრებებისგან პირველი ფეხბურთელები დაუბრუნდებიან.


15-10-2019