სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გერმანიამ ტალინიდან 3 ქულა წამოიღო

პირველი ტაიმი ნაკრებს ნაკლებად გამოუვიდა. მატჩის დებიუტში მსაჯმა მინდვრიდან ემრე ჩანი გააძევა. მცველმა მეტოქე უხეშად მოცელა. არბიტრმა ბოლო იმედის დარღვევა დააფიქსირა.

ამის შემდეგ ესტონელებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს. მაგრამ ბურთი ან კარებს აცილებდნენ, ან ადგილზე ნოიერი იმყოფებოდა.

გერმანელებს ორი კარგი მომენტი ჰქონდათ. ვალდშმიდტის დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. როისმა ჯარიმიდან ბურთი ხარიხას გაარტყა. შესვენებაზე ნაკრებები ანგარიშით 0:0 გავიდნენ.

მეორე ნახევარში ყველაფერი თავის ადგილას დადგა. გუნდოგანმა დუბლი მიითვალა, მესამე ბურთი შეცვლაზე შემოსულმა ვერნერმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ გუნდოგანის ორივე გოლი რიკოშეტების შემდეგ გავიდა.

ნოემბერში ლიოვის შეგირდები შინ ჯერ ბელარუსს მიიღებენ (16.11) და შემდეგ ჩრდ. ირლანდიას უმასპინძლებენ (19.11).


14-10-2019