სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბლიც-ინტერვიუ ტიაგოსთან

თვლით თუ არა საკუთარ თავს ამ ფორმაციის ბაიერნის ნაწილად?
"დიახ, ვთვლი. ყოველთვის ვამბობდი რომ ბაიერნი დიდი ოჯახია, სადაც ყველა ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის".

შეძლებდით ბაიერნში სამუდამოდ დარჩენას?
"ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ორივე მხარემ უნდა მიიღოს. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. ჩემი ოჯახი ბედნიერია. მიუნხენი საცხოვრებლად კარგი ქალაქია. ამ შემთხვევაში რატომაც არა?!"

რა მიზნები გაქვთ დასახული მიმდინარე სეზონში?
"როგორც ყოველთვის, ყველა ტიტულის მოპოვება მსურს. მსოფლიოში 5-6 კლუბია, რომლებსაც ყველა ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლიათ. მათ რიცხვში ბაიერნიც შედის".


12-10-2019