სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გერმანიამ არგენტინასთან ფრე ითამაშა

ნაკრებმა არგენტინასთან შეხვედრა ძალიან სოლიდურად დაიწყო. პირველ ტაიმში ბურთები გნაბრიმ და ჰავერცმა შეაგდეს. სერჟისთვის ნაკრების რიგებში მე-11 მატჩში მეათე გოლი აღმოჩნდა, რაც რეკორდს წარმოადგენს. ჰალსტენბერგს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ საჯარიმო დარტყმიდან მცველმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

პირველ ნახევარში არგენტინელებს ერთი რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყეს. მეტოქე ბინძური თამაშით გამოირჩეოდა, არბიტრმა მათ ორი ყვითელი ბარათი უჩვენა.

66' ლამაზი ბურთი ალარიომ შეაგდო, 2:1.

75' კიმიხმა საჯარიმო დარტყმიდან გაისროლა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.

85' მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა, 2:2... ბურთი ჩანის შემდეგ რიკოშეტით ბადეში ჩაეხვია.

მატჩის დასრულებამდე ანგარიში არ შეცვლილა. მანშაფტმა ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.



10-10-2019