სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლიოვი: მეკარეები ერთმანეთს პატივს სცემენ

"მიმდინარე სეზონში სებასტიან რუდიმ ჰოფენჰაიმის რიგებში ყველა მატჩი პირველი წუთებიდან ითამაშა. კარგ კონდიციებში იმყოფება. ნაკრებში ახალი ადამიანი არ არის, აქ მისთვის ყველაფერი ცნობილია. რუდი საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სასარგებლო იქნება. დაცვის ხაზში რობინ კოჰს თამაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია. მას ასევე 6-ანის ფუნქციების შესრულება შეუძლია. ფრაიბურგში ძალიან სტაბილურად გამოდის. მას იმ პოზიციებზე გამოვიყენებთ, სადაც დეფიციტი შეინიშნება. მისი გამოძახება საჭიროდ ჩავთვალე. ჩვენი მეკარეები ერთმანეთს პატივს სცემენ. მარკს საკუთარი მაღალი დონის დამტკიცება სურს. რაც სავსებით სამართლიანია. მასზე დაყრდნობა შეგვიძლია", აღნიშნა იოაჰიმ ლიოვმა.


09-10-2019