სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლიოვის წინა სამატჩო კომენტარები

ლიოვი...

... ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ:

"ტიმო ვერნერს ხუთშაბათს ველოდებით. ტა და როისი არც ისე კარგ კონდიციებში იმყოფებიან. საერთო ჯამში, სამწუხაროდ, ტრავმირებულ ფეხბურთელებთან ცუდი სიტუაცია გვაქვს. ჩვენთვის ცნობილია, რომ სიტუაციაციის გამოსასწორებლად დრო იქნება საჭირო. ტრავმები ერთი შემადგენლობით თამაშის საშუალებას არ გვაძლევენ. ამ გარემოებამ 2020 წელს სიტუაცია შეიძლება გაგვირთულოს".

... ნიკლას შტარკის და ლუკას ვალდშმიდტის შესახებ:

"ხვალ შტარკის დღე იქნება. შემადგენლობაში მის დაყენებას დიდი ხნის განმავლობაში ვაპირებდი. საკუთარი ასაკისთვის ძალიან კომუნიკაბელური და ორგანიზებული მოთამაშეა. ეს თვისებები ძალიან მომწონს. ოთხშაბათს სასტარტო შემადგენლობაში ვალდშმიდტსაც იხილავთ".

... არგენტინასთან მატჩის შესახებ:

"2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ნამდვილი ჯახი იყო. რაც უფრო მეტი მსოფლიო ჩემპიონატები გადის, არგენტინაზე მით უფრო კარგი შთაბეჭდილება გვრჩება".


08-10-2019