სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა პირველი მარცხი განიცადა

მატჩი ბაიერნის შეტევებით დაიწყო, მაგრამ პირველი რეალური სახიფათო მომენტი ჰოფენჰაიმს ჰქონდა. მინდვრის ცენტრიდან ადამიანი ნოიერთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ ბოლო მომენტში ბოატენგმა დარტყმას გადაეღობა და ბურთი კუთხურზე გადავიდა.

შემდგომში ბურთი გნაბრიმ შეაგდო, მაგრამ მსაჯმა გოლი ოფსაიდის გამო არ ჩათვალა.

რეკორდმაისტერმა ზეწოლა განაგრძო. დარტყმები ლევანდოვსკიმ და გნაბრიმ განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ. ბაუმანი კარებს საიმედოდ იცავდა.

34' საშუალო დისტანციიდან კოუტინიომ გაისროლა, მაგრამ არაზუსტად.

39' ახლო მანძილიდან პოშმა დაარტყა, ნოიერი ბურთს ადგილზე დახვდა.

43' ტოლისოს მიერ დარტყმული ბურთი კარებს ზემოდან ასცდა.

ტაიმის მიწურულს საჯარიმო მოედანში ლევანდოვსკი წააქციეს, მაგრამ არბიტრმა პენალტის დანიშვნა არ გარისკა.

პირველი ტაიმი ტიაგოს ყვითელი ბარათით დასრულდა. ესპანელმა მეტოქის სწრაფი კონტრშეტევა წესების დარღვევით შეწყვიტა. 0:0.

54' ტოლისომ ცენტრში ბურთი დაკარგა. ჰოფენჰაიმმა სწრაფი კონტრშეტევა გაითამაშა, რომლის შემდეგ ადამიანმა ნოიერი კარები აიღო, 0:1.

59' კოუტინიოს დარტყმის შემდეგ ბურთი
რიკოშეტით კარებს უკან დაეშვა.

59' ნიკო კოვაჩმა თამაშში მიულერი და პერიშიჩი ჩართო. მინდორი კომანმა და ტოლისომ დატოვეს.

65' პოშმა შორეულ კუთხეს ოდნავ ააცილა. ბაიერნი მეორე გაშვებულ ბურთს გადაურჩა.

69' გნაბრის თაური დარტყმა კარებს ასცდა.

თითქმის ეგრევე ისევ თაური დარტყმა, ოღონდ ახლა ლევანდოვსკის მიერ შესრულებული, მაგრამ ისევ არაზუსტად.

73' ლევანდოვსკიმ თავისას მიაღწია. მიულერის მიერ ჩაწოდებული ბურთი პოლონელმა თაური დარტყმით კარებში გადააგზავნა, 1:1!

79' ადამიანი ჰოფენჰაიმი ისევ წინ გაიყვანა, 1:2...

85' ლამაზი შეტევის შემდეგ დასკვნითი დარტყმა ზულემ განახორციელა, მაგრამ სამწუხაროდ არაზუსტად.

88' გნაბრის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელთან ახლოს გაიარა.

სამწუხაროდ ბაიერნმა ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა...


05-10-2019