სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

11 გამართული მატჩიდან ბაიერნმა ჰოფენჰაიმს 9 მოუგო და 2 ფრედ დაასრულა. რეკორდმაისტერს ოქტობერფესტის დასრულება მაჟორულ ნოტაზე შეუძლია.

წინა ტურში პადერბორნზე მოპოვებულმა გამარჯვებამ ბაიერნი პირველ ადგილზე გაიყვანა. მიმდინარე ჩემპიონატში ეს პირველად მოხვდა. მიუნხენურს გუნდს, ასევე როგორც ვოლფსბურგს, ბუნდესლიგაში ჯერ არც ერთი მატჩი არ წაუგიათ. საღამოს წაუგებელი სერია უნდა გაგრძელდეს.

გასულ 6 ტურში რობერტ ლევანდოვსკი მინიმუმ ერთ ბურთს იტანდა. პოლონელ თავდასხმელს უკვე 10 გოლი დაუგროვდა. ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ ლევანდოვსკი განსაკუთრებით წარმატებულია. 16 შეხვედრაში რობერტმა ოლივერ ბაუმანის კარები 15-ჯერ აიღო. მოქმედი ფეხბურთელებისგან შორის ბაუმანს ლევანდოვსკიზე მეტი ბურთი არავის გაუტანია.


05-10-2019