სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნის ბენეფისი ლიგის ფინალისტთან

"დიდი საღამოს მოწმეები გავხდით. ის რისი გადატანა მოგვიწია, სიტყვებით ახსნა რთულია", განაცხადა ტრადიციულ მატჩისშემდგომ ბანკეტზე კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"მეორე ნახევარი შესანიშნავად ჩავატარეთ. ვდომინირებდით, მეტოქეს თამაშს ვუკარნახებდით, რიტმს ვაძლევდით. გუნდმა ყველაფერი ის შეასრულა, რაც დაგეგმილი გვქონდა. ამ სტადიონზე ესეთი თამაშის დემონსტრირება იშვიათობაა", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.

"როდესაც ოთხ ბურთს იტან და გუნდს ეხმარები, მშვენიერი გრძნობა გეუფლება. ჩემპიონთა ლიგაზე ჩემთვის პირველი ოთხი გოლი იყო. უკანასკნელად 4 გოლი U9 ასაკობრივ გუნდში მივითვალე. ჩვენთვის წარმოუდგენელი საღამო გამოდგა", აღნიშნა მატჩის გმირმა სერჟ გნაბრიმ.


02-10-2019