სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: მეორე გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო

"რა თქმა უნდა, ესეთ შედეგზე არ ვოცნებობდით. ვიცოდით აქ, რაც გველოდებოდა. თამაში ძალიან ინტენსიური იყო, ტოტენჰემი ჩვენზე დიდ ზეწოლას ანახორციელებდა. მატჩის დასაწყისში აგრესიულობა გვაკლდა. ინგლისში თამაშის დროს, დებიუტში მთავარია გაუძლო. 30-ე წუთიდან გუნდი ძალიან კარგ თამაშს აჩვენებდა. მეორე გოლი შესვენების დაწყებამდე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შესვენების შემდეგ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც წარმოვიდგენდი. გერმანული ფეხბურთის ოქროს საათი იყო. მაგრამ ისევ ბუნდესლიგაზე გადართვა გვმართებს. მიმდინარე სეზონში დიდი მიზნები გვაქვს დასახული. ბევრის მიღწევა გვსურს", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.


02-10-2019