სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ლონდონში გრანდიოზული შოუ დადგა

შეხვედრაში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. მე-10 წუთისთვის ტოტენჰემს ორი მშვენიერი შანსი ჰქონდა, მაგრამ ბაიერნი ნოიერმა გადაარჩინა.

მაგრამ მე-12 წუთზე ნოიერიც უძლური იყო. სონმა ანგარიში გახსნა, 1:0.

მაგრამ თითქმის ეგრევე საშუალო დისტანციიდან კარგი დარტყმა კიმიხს გამოუვიდა, ლიორისი ბურთს ვერ მიწვდა, 1:1.

შემდეგ გამოსვლაზე ნოიერი შეცდა, მაგრამ ალაბამ კაპიტანი დააზღვია.

21-ე წუთზე კოუტინიომ გაისროლა, ლიორისი ბურთს ადგილზე დახვდა.

26' ბაიერნი ისევ ნოიერმა გადაარჩინა. დაცვაში პრობლემები შეინიშნება.

35' საშუალო დისტანციიდან კომანმა დაარტყა, ბურთი კარებს ასცდა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ლევანდოვსკის ბენეფისი დაფიქსირდა. პოლონელმა ულამაზესი გოლი მიითვალა, 1:2!

მეორე ნახევარი ქეინის უხეში ჯარიმით დაიწყო. ინგლისელმა იდაყვი სახეში ტოლისოს ჩაარტყა და არბიტრისგან ყვითელი ბარათით დასაჩუქრდა.

50' ტოტენჰემს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ნოიერმა იყოჩაღა.

53' გნაბრის სოლო რეიდი გოლით დასრულდა, 1:3! ბაიერნს ლონდონი ძალიან უყვარს!

54' გნაბრიმ ტოტენჰემი დაამცირა. გერმანელმა შორეულ კუთხეში მეოთხე ბურთი გაიტანა, 1:4!!

60' მსაჯმა ბაიერნის კარებში პენალტი გამოიგონა. ქეინმა ერთი ბურთი გაჰქვითა, 2:4.

64' სისოკომ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარებს დიდი მანძილით ააცილა.

მომენტი მომენტზე იქმნება. ერიქსონმა გაისროლა, ნოიერმა ბაიერნი ისევ გადაარჩინა.

68' მსაჯმა ბაიერნს 100%-ანი პენალტი არ დაუნიშნა. კომანი მეტოქის საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ არბიტრი VAR-ის დახმარებასაც არ მიმართა.

მინდორზე მარტინეზი და პერიშიჩი გამოჩნდენ. სამწუხაროდ, ბოატენგმა ტრავმა მიიღო.

77' ისევ ერიქსენის დარტყმა, მაგრამ საბედნიეროდ არა ზუსტი.

83' გნაბრის ჰეთ-ტრიკი!!! 2:5. უკომენტაროდ!

მატჩის ბოლოს ბაიერნმა სტადიონი დახურეს! ჯერ ლევანდოვსკის დუბლი და შემდეგ გნაბრის პოკერი, 2:7!!!


ბაიერნმა სტადიონი დახურა, 2:7!


02-10-2019