სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა

ბუნდესლიგის ისტორიის 57 წლის განმავლობაში პირველ 6 ტურში ამდენი ბურთი არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია. პადერბორნთან მატჩის 79-ე წუთზე ლევანდოვსკიმ ანგარიში 3:1 გახადა. ჩემპიონატში პოლონელი თავდასხმელისთვის ეს გოლი მეათე აღმოჩნდა. "წარმოუდგენელი სტატისტიკაა. 10 გატანი ბურთი, მართლაც რომ მშვენიერი შედეგია", გააკეთა მოკლე კომენტარი იოზუა კიმიხმა. შესაბამისად, ფორვარდმა ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა. პირველ 6 ტურში არც ერთ მოთამაშეს 9 ბურთზე მეტი ჯერ არ გაუტანია. ლევანდოვსკი იუპ ჰაინკესს, გერდ მიულერს, პეტერ მაიერს და ლოთარ ემერიჰს გადაუსწრო.

31 წლის ბომბარდირი მშვენიერ კონდიციებში ჩადგა და უბრალოდ შეუჩერებელი გახდა. პადერბორნში ლევანდოვსკიმ უკვე ზედიზედ მერვე მატჩში შეაგდო, რაც მისთვის პირად რეკორდს წარმოადგენს. მიმდინარე სეზონის არც ერთი ტური ლევანდოვსკის გოლის გარეშე არ ჩატარებულა. შესაბამისად, ბაიერნის მეცხრე ნომერი პიერ ემერიკ ობამეიანგთან ერთად ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც სასტარტო ყველა 6 ტურში ბურთები გაიტანა.


29-09-2019