სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი პირველ ადგილზე გადავიდა

პირველი წუთები მასპინძლებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და ორი კუთხური მოიპოვეს, მაგრამ ბურთის გატანა ბაიერნს შეეძლო. გნაბრის ერთი ერთზე ცარიელი კარების წინ ლევანდოვსკი გაიყვანა, მაგრამ პოლონელმა ბურთი კარებს ვერ მოარტყა.

თითქმის ეგრევე კარგი მომენტი კოუტინიოს ჰქონდა, მაგრამ ბრაზილიელმაც ვერ იყოჩაღა.

12' კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მეკარესთან პირისპირ კომანი გავიდა, მაგრამ ფრანგმა მომენტის რეალიზაცია ვერ მოახერხა.

15' რეკორდმაისტერმა თავისას მიაღწია. კოუტინიომ მშვენიერი გადაცემით კარგ პოზიციაზე გნაბრი გაიყვანა, სერჟმა შეხვედრაში ანგარიში გახსნა, 0:1!

24' ტიაგომ მინდვრის ცენტრიდან ბურთი საკუთარი კარებისკენ გაუშვა. ნოიერი ამისთვის მზად არ იყო. ბაიერნი გაშვებულ გოლს ბეწვზე გადაურჩა.

კომანის მორიგი გარღვევა, მაგრამ მის ჩაწოდებულ ბურთს ვერც ერთი თანაგუნდელი ვერ მიწვდა.

40' ლევანდოვსკის დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კოუტინიოს მცველი გადაეფარა, ბურთი კუთხურზე გადავიდა. კუთხურმა ბაიერნს დივიდენტები არ მოუტანა.

43' გნაბრის დუბლი უნდა შეესრულებინა, მაგრამ გერმანელმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარებს ააცილა.

შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა, 0:1.

მეორე ტაიმზე მარტინეზი და დეივისი გამოვიდნენ. ესპანელმა ტიაგო, კანადელმა კი ერნანდეზი შეცვალა.

55' კიმიხი - გნაბრი - კოუტინიოს სამკუთხედი და ბრაზილიელმა ბურთი ცარიელ კარებში გადააგზავნა, 0:2!

10 წუთში გნაბრიმ ორი დარტყმა განახორციელა, პირველი მეკარემ მოიგერია, მეორე კარებს ასცდა.

67' პადერბორნმა ერთი ბურთი გაჰქვითა, 1:2. გოლი პროგერმა შეაგდო.

თითქმის ეგრევე, ისევ პროგერმა გაისროლა, მაგრამ ბურთი შორეულ კუთხეს ცოტათი ასცდა.

76' ლევანდოვსკიმ ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო, მაგრამ მცველმა დააზღვია.

სამ წუთში პოლონელმა თავისი ფანდი ისევ გაიმეორა და ახლა უკვე წარმატებულად, 1:3!

გატანილი ბურთის შემდეგ კოვაჩმა პოლონელი თამაშიდან მოხსნა. მისი ადგილი მინდორზე მიულერმა დაიკავა.

84' პადერბორნმა მეორე ბურთი გაიტანა. კოლინზს საშუალო დისტანციიდან ძლიერი დარტყმა გამოუვიდა, 2:3. ნოიერი უძლური აღმოჩნდა.

90' შანსი გნაბრის ჰქონდა, მაგრამ მეკარებ ბურთი ხელებში გააქვავა.

პარალელურ შეხვედრაში გასვლაზე შალკემ ლაიპციგი დაამარცხა, რამაც ბაიერნი სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე გაიყვანა!


28-09-2019