სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან

ბატონო რუმენიგე, დღეს 64 წლის ხდებით. როგორ გაატარებთ ამ დღეს? რა ისურვებდით მომავალი წლის განმავლობაში?
"დილით ოფისში ვიქნები. სადილის შემდეგ სტუმრად ევროპის კლუბების ასოციაციის წევრებს მივიღებ. შემდეგ ოქტობერფესტზე წავალთ".

უკანასკნელ ორ საშინაო მატჩში წარმატებებს მიაღწიეთ. როგორ შეაფასებდით სეზონის სტარტს?
"7 შეხვედრიდან 5 მოგივეთ. აქედან ლაიპციგში ფრეს მივაღწიეთ, სადაც უმაღლესი დონის თამაში ვაჩვენეთ. მხოლოდ პირველი ტურის მატჩში ჰერტას წინააღმდეგ ნაკლებად სასიამოვნო შედეგი მივიღეთ. გამარჯვების შემთხვევაში, ახლა პირველ ადგილზე ვიქნებოდით. მიუხედავად ამისა, სეზონის სტარტით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. მომდევნო 3 შეხვედრაში პადერბორნთან, ტოტენჰემთან და ჰოფენჰაიმთან მაქსიმალური შედეგის მოპოვება გვმართებს. ამის შემთხვევაში პირველ ადგილზე გასვლას სწრაფად შევძლებთ, რაც ჩვენთვის მიზანს წარმოადგენს".

გახდება თუ არა ტოტენჰემი საერთაშორისო დონეზე პირველი სერიოზული ტესტი?
"დიახ, ამისთვის ორი მიზეზი არსებობს. პირველი - მონაწილეობა წინა გათამაშების ფინალში მიიღეს. მეორე - უნდა ვაღიაროთ, რომ ახლა პრემიერ ლიგა ბუნდესლიგაზე ძლიერია. ტოტენჰემის დასამარცხებლად იღბალი დაგვჭირდება. დიდი მოლოდინი გამაჩნია. მშვენიერი ატმოსფერო იქნება. მათი სტადიონი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია. მას პირველად ვესტუმრები. ლონდონში გამგზავრება ყოველთვის ღირს".

წინა სეზონში გერმანიის ჩემპიონის ბედი დასკვნით ტურში გადაწყდა. ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილის ლიდერი ლაიპციგია. მიმდინარე ჩემპიონატში იბრძოლებს თუ არა ვერცხლის სინისთვის 3 გუნდი?
"დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია. საერთო დინამიკის განხილვა მხოლოდ მე-10 ტურის შემდეგ შეიძლება. მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლაში პირველი ტურებიდან ვართ ჩართულები. 9 ქულით ჩამორჩენა, როგორც ეს წინა სეზონში იყო, ჩვენთვის გამორიცხულია. ტოპ დონის შემადგენლობა გვყავს და მომავალში ოპტიმიზმით ვიყურებით".

თქვენ შემადგენლობა ახსენეთ: ზაფხულში გუნდიდან 6 ფეხბურთელი წამოვიდა და ბაიერნს ასევე 6 მოთამაშე შეუერთდა. კმაყოფილები ხართ ახალწვეულებით?
"ჩვენ მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა რობენმა და რიბერიმ დაგვტოვეს. მაგრამ სხვებიც ნუ გვავიწყდება, რომლებთანაც ერთად წინა სეზონში დუბლი მოვიპოვეთ. ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკით და ახალწვეულებით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ფილიპე კოუტინიო ჩვენი მთავარი შენაძენია. მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ეს უფრო ნათლად იკვეთება. მას მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. რობერტ ლევანდოვსკის სახით იდეალური პარტნიორი იპოვა. მომავალში ამ დუეტზე დიდ იმედებს ვამყარებთ. მაგრამ მოლოდინები ივან პერიშიჩმა გაამართლა. იგივე ორივე მსოფლიო ჩემპიონს საფრანგეთის ნაკრების რიგებში ეხება. ბენჟამენ პავარს ძალიან ვაფასებ, რადგანაც ძალიან კარგი ფეხბურთელი და ამავდროულად ძალიან თავმდაბალი ადამიანია. ლიუკა ერნანდეზი ბაიერნის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. ვფიქრობ, მის საუკეთესო დროს ვიხილავთ. ნუ გვავიწყდება, რომ ტრავმის გამო 5 თვე გამოტოვა. მიკაელ კუიზანსი და ფიტე არპი დიდი ტალანტები არიან".

იანვარში კლუბის პრეზიდიუმში ოლივერ კანი შევა, რომელიც თქვენთან გვერდი-გვერდ იშრომებს. როგორ განვითარდება სიტუაცია? თქვენ ერთმანეთში აზრებს უკვე იცვლიდით, თუ თანამშრომლობა მხოლოდ იანვრიდან დაიწყება?
"ოლივერ კანთან ერთად რამდენიმე თემაზე უკვე ვისაუბრეთ. მნიშვნელოვანია, რომ ის ბაიერნს ახლიდან შეისწავლის, რადგანაც ბოლო წლების განმავლობაში კლუბი ძალიან შეიცვალა. ოლივერმა კლუბის სიდიდე მომენტალურად შენიშნა. ეკონომიური თვალსაზრისით საფეხბურთო მხარე ძალიან შეიცვალა. მე მას თანადგომას გავუწევ და 2021 წლის 31 დეკემბერს მას ესტაფეტას გადავცემ. დარწმუნებული ვარ, რომ ოლივერ ყველაფერს საუკეთესოდ შეასრულებს. ამაზე სულაც არ ვნერვიულობ".

და თქვენ თავის მხრივ ცხოვრების ახალი ეტაპით დატკბებით?
"64 წლის ვხდები და მშვენიერი სიმღერა არსებობს - "When I’m 64". ამ სიმღერას "The Beatles" ასრულებს, რომელიც ჩემი საყვარელი ჯგუფია. ეს სიმღერა თავში ახლაც მიტრიალებს. საბედნიეროდ, როგორც ადრე, მშვენიერ კონდიციებში ვიმყოფები. სამსახური სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან საქმე ახალგაზრდებს უნდა დავუთმო. მშვენიერი ოჯახი მყავს და კარგად ვცხოვრობთ. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ბაიერნის ქომაგობას გავაგრძელებ".


25-09-2019