სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ალაბა ბურთთან ვარჯიშს დაუბრუნდა

სამშაბათს ზებენერ შტრასეზე ბაიერნმა ღია ვარჯიში ჩაატარა. გუნდს მხოლოდ ორი ფეხბურთელი აკლდა ტრავმირებული ლეონ გორეცკა და ლიუკა ერნანდეზი, რომელმაც ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა.

დავიდ ალაბა ბურთთან ვარჯიშებს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო მცველს ორი მატჩის გამოტოვება მოუწია.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოთამაშეებმა გულშემატკივრებთან ფოტოები გადაიღეს და ავტოგრაფები დაარიგეს.

ბაიერნს მომდევნო კვირის განმავლობაში 2 გასვლითი შეხვედრის გამართვა ელის. შაბათს რეკორდმაისტერი პადერბორნში გაემგზავრება და შემდეგ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ლონდონში ტოტენჰემს დაუპირისპირდება.


25-09-2019