სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დებიუტანტმა გამარჯვების ბურთი გაიტანა

იოაჰიმ ლიოვმა როტაციას მიმართა. დებიუტი ნიკო შულცმა იზეიმა. მინდორზე კაპიტნის სამკლაურით ტონი კროოსი გამოვიდა.

პირველივე წუთებზე კარგი შანსი როისს ჰქონდა, მაგრამ ახლო ორთაბრძოლაში მეტოქე მეკარემ გადაარჩინა. მე-13 წუთზე კროოსის მიერ ჩაწოდებული კუთხურიდან თაური დარტყმა გინტერმა განახორციელა, მაგრამ მეკარემ ისევ შეძლო ბურთის მოგერიება.

20-ე წუთზე მომენტი ისევ როისს ჰქონდა. ვერნერმა მას მშვენიერი გადაცემა გაუკეთა, მაგრამ მარკომ ბურთი კარებს ააცილა.

სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, მანშაფტმა პერუსგან ალოგიკური ბურთი გაუშვა. ტერ სტეგენმა ახლო კუთხეში ადვინკულას მიერ დარტყმა ვერ მოიგერია, 0:1.

მაგრამ ლიოვის შეგირდებმა ანგარიში ეგრევე გაათანაბრეს. ბრანდტმა ბურთი მეკარეს თავზე ოსტატურად გადაუგდო. საგოლე გადაცემა კროოსმა მიითვალა, 1:1! იულიანმა ნაკრების მაისურში თავისი მეორე ბურთი გაიტანა.

ცოტა ხანში ბურთი ვერნერმაც შეაგდო, მაგრამ მსაჯმა გოლი თამაშ გარეს გამო არ ჩათვალა.

38-ე წუთზე გუნდოგანი მეკარეს პირისპირ გავიდა, მაგრამ გალესემ ისევ იყოჩაღა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. შესვენების დაწყებამდე ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ტაიმი პერუს ძალიან სახიფათო შეტევით დაიწყო, მაგრამ საბედნიეროდ ბურთი კარებს ასცდა. 54-ე წუთზე მეტოქეს მორიგი შანსი ჰქონდა. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ პერუელმა თაური დარტყმით ბურთი კარების მიმართულების გადააგზავნა, მაგრამ ტერ სტეგენი ადგილზე იყო.

ორ წუთში სწრაფი კონტრშეტევა გერმანელებს გამოუვიდათ, მაგრამ ვერნერმა შანსი ვერ გამოიყენა. ფორვარდმა ბურთი კარებს ააცილა.

შემდეგ 100%-ანი შანსი ფარფანმა გააცუდა. შალკეს ყოფილი ფორვარდი ტერ სტეგენთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ მას დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

72-ე წუთზე პირველ ნაკრებში დებიუტი თილო კერერმაც იზეიმა. მან გინტერი შეცვალა. პეტერზენმა გერმანია კინაღამ წინ გაიყვანა, მაგრამ მისი დარტყმა კარებს ოდნავ ასცდა. ბურთი ახალშემოსულ კერერს მოხვდა და მიმართულება ოდნავ შეცვალა.

83-ე წუთზე კარების მიმართულებით უკვე დრაქსლერმა დაარტყა, მაგრამ ბურთი კარებს ისევ ასცდა.

და როგორც იქნა 84-ე წუთზე ნიკო შულცმა თავის სადებიუტო შეხვედრაში საკუთარ სტადიონზე გოლი მიითვალა, 2:1!

შემდეგ შანსი ვერნერსაც ჰქონდა, მაგრამ ფორვარდის დარტყმას მცველი გადაეღობა და ბურთი კუთხურზე გადავიდა. ტიმო ეგრევე შეცვალეს და მის ნაცვლად მინდორზე მესამე დებიუტანტი კაი ჰავერცი გამოვიდა.

მატჩის მიწურულს სათამაშო უპირატესობა ხელთ მეტოქემ იგდო, მაგრამ ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხა. გერმანიამ გამარჯვება მოიპოვა!


09-09-2018