სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკის მშვენიერი სტატისტიკა

შაბათს რობერტ ლევანდოვსკიმ კიოლნთან საშინაო შეხვედრაში ჩემპიონატში მერვე და მეცხრე ბურთები გაიტანა.

ბაიერნის მაისურში ჩატარებულ საიუბილეო 250-ე შეხვედრაში პოლონელმა შთამბეჭდავი სტატისტიკა უფრო გააუმჯობესა.

რობერტ ლევანდოვსკი კარსტენ იანკერის შემდეგ პირველი ბაიერნის ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სასტარტო 5 ტურის ყველა მატჩში ბურთები შეაგდო. საერთო ჯამში პოლონელმა წინა სეზონის ჩათვლით ბურთები ზედიზედ 7 შეხვედრაში გაიტანა, რითაც 2012/13 წწ. საკუთარი რეკორდი გაიმეორა.

ბუნდესლიგის ბომბარდირთა სიაში ლევანდოვსკი 211 გოლით მეხუთე ადგილზე იმყოფება. მანფრედ ბიურგსმიულერამდე (213) მას 2 გოლი და ბაიერნის ყოფილ მწვრთნელამდე იუპ ჰაინკესამდე (220) 9 ბურთი აკლია.

ბაიერნის რიგებში პოლონელმა 202 ბურთი გაიტანა და მესამე ადგილზე იმყოფება. ლევანდოვსკი რუმენიგეს (217) და გერდ მიულერს (518) ჩამორჩება.


24-09-2019