სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რეკორდმაისტერმა კიოლნი გაანადგურა

რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში უკვე მესამე წუთზე გახსნა. პოლონელს მშვენიერი გადაცემა კიმიხმა გაუკეთა, 1:0!

10 წუთში კოუტინიომ საჯარიმო დარტყმიდან ბურთი ძელს გაარტყა.

34-ე წუთზე კოუტინიომ ლამაზი დრიბლინგი განახორციელა და გადაცემა პერიშიჩზე შეასრულა. ხორვატმა ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა, მაგრამ კარებს ააცილა.

თითქმის ეგრევე ბურთის გატანის შანსი გნაბრის ჰქონდა, მაგრამ ვინგერმა გადაცემას ვერ მიუსწრო.

37-ე წუთზე პირველი რეალური შანსი მეტოქეს ჰქონდა. მაგრამ კორდობამ შორეულ ცხრიანს ააცილა.

ტაიმის ბოლოსკენ "თხები" გააქტიურდნენ და რამდენიმე მომენტი შექმნეს.

მაგრამ ბოლო მომენტი მაინც ბაიერნს ჰქონდა. ლევანდოვსკიმ ახლო მანძილიდან კარებს ზემოდან ააცილა.

მეორე ტაიმის მესამე წუთზე ლევანდოვსკიმ ისევ კიმიხის ჩაწოდების შემდეგ მეორე ბურთი გაიტანა, 2:0!

59-ე მეტოქის მცველმა საჯარიმოში კოუტინიო წააქცია. მსაჯმა პენალტი დანიშნა და მცველი მინდვრიდან გააძევა. ბრაზილიელმა 11-მეტრიანი დარტყმა მეორე ცდიდან გამოიყენა, რადგანაც პირველი შესრულების დროს დარტყმამდე საჯარიმოში რამდენიმე ფეხბურთელი შევარდა, 3:0!

65-ე წუთზე კიმიხმა ბურთი საშუალო დისტანციიდან ძელს გაარტყა.

5 წუთში კოვაჩმა თამაშიდან ლევანდოვსკი მოხსნა. პოლონელის ნაცვლად მიულერი გამოვიდა. მინდორი ასევე კიმიხმა დატოვა. მინდორზე კუიზანსი გამოვიდა.

თითქმის ეგრევე პერიშიჩმა ანგარიში გაზარდა, 4:0! საგოლე გადაცემა კოუტინიომ მიითვალა.

80' თავისი მომენტი მიულერს ჰქონდა, მაგრამ ვეტერანმა კარებს ააცილა.

შეხვედრის დასასრულამდე ანგარიში არ შეცვლილა. გერმანიის ჩემპიონმა მორიგი 3 ქულა მოიპოვა. ლევანდოვსკის 5 ტურის შემდეგ 9 ბურთი დაუგროვდა. პირველი თავისი გოლი კოუტინიომ მიითვალა.


21-09-2019