სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნმა კიოლნს 90 გამართული მატჩიდან 43 მოუგო. ასევე 23 ფრე დაფიქსირდა. "თხების" სასარგებლოდ 23 შეხვედრა დასრულდა. ბურთები, 176:94.

უკანასკნელი 10 მატჩის განმავლობაში რეკორდმაისტერმა მეტოქე 9-ჯერ დაამარცხა (ერთი ფრე). ჩემპიონატის ფარგლებში მიუნხენელებს 15-მატჩიანი საშინაო წაუგებელი სერია დაუგროვდა (12 მოგება და 3 ფრე).

კიოლნმა ჩემპიონატის სტარტი ჩააგდო. ჩატარებულ 4 ტურში "თხებმა" მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვეს. სატურნირო ცხრილში გუნდი 3 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება. დიდი პრობლემები აჰიმ ბაიერლორცერის შეგირდებს დაცვის ხაზში აქვთ. წინა სეზონის ჩათვლით უკანასკნელ 12 მატჩში კიოლნმა ბურთი მხოლოდ ერთ შეხვედრაში არ გაუშვა. მაგრამ "თხებს" საკუთარ ნახევარზე ყრუ დაცვაში ჩაჯდომა არ უყვართ. ეს გუნდმა ნათლად გლადბახთან და დორტმუნდთან შეხვედრებში აჩვენა.

საღამოს მატჩში ბაიერნს ტრავმების გამო დავიდ ალაბა და ლეონ გორეცკა ვერ დაეხმარებიან. მაგრამ ავსტრიელი მცველი სირბილს უკვე დაუბრუნდა.


21-09-2019