სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა 3 ქულა მოიპოვა, ტოტენჰემმა ვერ მოიგო

პირველ წუთებზე ყველაზე აქტიური კოუტინიო იყო. ბრაზილიელებმა კარებს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.

მარცხენა ფლანგზე ძალიან პროდუქტიულად ერნანდეზი შრომობდა. ბაიერნი ბურთს ფლობდა, მაგრამ მეტოქე სწრაფ კონტრშეტევებს ანახორციელებდა.

34-ე წუთზე პერიშიჩის გადაცემით კომანმა თაური დარტყმით ანგარიში გახსნა, 1:0!

39-ე წუთზე ლამაზი გოლი ქუსლით კოუტინიომ შეაგდო, მაგრამ სამწუხაროდ ოფსაიდიდან.

შესვენებამდე კარგი შანსი ლევანდოვსკის ჰქონდა, მაგრამ მეკარემ დარტყმა მოიგერია.

ბოლო წამებზე ტოლისომ დაარტყა, მაგრამ გოლკიპერმა ისევ იყოჩაღა.

მეორე ტაიმი ისევ კოუტინიოს დარტყმით დაიწყო, მაგრამ ისევ არაზუსტად სამწუხაროდ.

55-ე წუთზე ახლო მანძილიდან პერიშიჩმა დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი ისევ მოიგერია.

ისევ ლევანდოვსკი, მაგრამ ისევ მეკარემ იყოჩაღა.

65-ე წუთზე პერიშიჩმა ბურთი ხარიხას გაარტყა, ლევანდოვსკიმ დამატებაზე ნახტომში კარებს ააცილა.

78-ე წუთზე ბაიერნი გადარჩა. მარინმა შორეულ კუთხეს ცოტატი ააცილა.

შემდეგ შეტევაში მიუნხენელებმა მეტოქე დასაჯეს. ლევანდოვსკიმ მცველის შეცდომა გამოიყენა და ანგარიში 2:0-მდე გაზარდა!

მატჩის მიწურულს ბაიერნს რამდენიმე მომენტი ჰქონდა და შეცვლაზე შემოსულმა მიულერმა მესამე ბურთი შეაგდო.

რეკორდმაისტერმა 3 ქულა მოიპოვა და ჯგუფის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა!


19-09-2019