სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლიოვმა მეკარეების თემას შეეხო

"ნაკრებში მანუელ ნოიერის და მარკ ანდრე ტერ სტეგენის სახით ორი მსოფლიო დონის მეკარის ყოლა მხოლოდ გვახარებს. კევინ ტრაპს და ბერნდ ლენოს კარგი თამაშის დემონსტრირება ასევე შეუძლიათ. გასაგებია, რომ ამბიციურები არიან და თამაში სურთ. ნაკრებში ესეთი კონკურენცია გვჭირდება. საკუთარ სიტყვას ავისრულებთ, მარკი სათამაშო დროს მიიღებს. მისი მდგომარეობა ჩვენთვის გასაგებია. მაგრამ თამაში მხოლოდ ერთ მეკარეს შეუძლია. მისთვის შანსის მიცემა ივნისში გვსურდა, მაგრამ მაშინ ტრავმირებული იყო. ნოიერმა კარგი შეხვედრები ჩაატარა. ნაკრების კაპიტანი გახლავთ", განაცხადა იოაჰიმ ლიოვმა.

შეგახსენებთ, რომ სანაკრებო მატჩების შემდეგ ტერ სტეგენმა სათამაშო დროის უქონლობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.


18-09-2019