სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

კოუტინიოს შესახებ:

"ფილიპე გუნდს და კლუბს ხარისხს მმატებს. მას თამაში "ათიანზე" უყვარს. ეს მისთვის საფირმო პოზიციაა. ამ პოზიციაზე შეთამაშების საშუალებას აუცილებლად მივცემთ".

წინა სეზონში გავარდნის შესახებ:

"წილისყრაში არ გაგვიმართლა. ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან დავმარცხდით. ახლა ახალი გათამაშებაა, ახალი თამაში და ახალი ბედი გვაქვს. უპირველეს ყოლისა, ჯგუფიდან გასვლა გვსურს. საერთო ჯამში დარწმუნებული ვარ, რომ ამ გათამაშებაში უფრო შორს წავალთ, ვიდრე ეს წინა სეზონში მოვახერხეთ".

დავიდ ალაბას შესახებ:

"დავიდ ალაბა ორი მაქსიმუმ სამი კვირით გამოგვაკლდება".

ჯერომ ბოატენგის შესახებ:

"ლაიპციგში ბოატენგმა ძალიან კარგად ითამაშა. ბოლო კვირების განმავლობაში მას სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად ჰქონდა, მაგრამ როდესაც შანსი მიეცა, მან ეგრევე კარგი თამაში აჩვენა. შემადგენლობაში უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს. ჯერომის თამაშით კმაყოფილი ვარ. სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებს".

მომდევნო მატჩის შესახებ:

"კარგი თამაშის და ჩვენი საუკეთესო თვისებების დემონსტრირება გვსურს. ცრვენა ზვეზდამ ფეხბურთის თამაში ასევე იცის. გუნდმა ეს წინა და მიმდინარე სეზონებშიც უკვე დაამტკიცეს".


17-09-2019